გოგებაშვილის „დედა ენით“ სწავლება სკოლებში სავალდებულო არ იქნება

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა., რომ იაკობ გოგებაშვილის “დედა ენით” სწავლება დაწყებით კლასში სავალდებულო არ იქნება.

განათლების მინისტრის განმარტებით, უკვე არსებული “დედა ენის” 6-მდე გრიფირებული სახელმძღვანელო კვლავ რჩება მოხმარებაში და მას დაემატება გოგებაშვილის “დედა ენაც”.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, კონკრეტულ სკოლას შეეძლება გოგებაშვილის ავტორობით შექმნილი წიგნი როგორც ძირითად, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოდაც აირჩიოს. სხვა წიგნების მსგავსად, გოგებაშვილის “დედა ენაც” მოსწავლეებს სახელმწიფოსგან უფასოდ გადაეცემათ.