“აბსურდული ბრალდება, პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის დავალებით…“

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ. სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ.

წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პირდაპირი დავალებით მოქმედებენ ბიზნესმენების წინააღმდეგ, თუმცა, ჯაფარიძე თავს იკავებს ამ დავალების გამცემი პირის დასახელებისგან.

ბადრი ჯაფარიძე ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს. ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათ დევნიან.

„ეს აუცილებელი პროცესია, რომ გავიაროთ ყველამ ერთად იმიტომ, რომ ეს უნდა გახდეს შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ასეთი აბსურდული ბრალდება, ყოვლად დაუსაბუთებელი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, რომელიც უტოლდება, ჩემი აზრით, ბრალდებებს, როგორიც არის ბომბეიდან ლონდონამდე გათხრა გვირაბის ან სხვა მსგავსი რაიმე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის დავალებით,“ – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.