აჩუქეთ ბავშვებს ლამაზი დღეები და გაილამაზეთ სახლები – 29-30 ივლისს ყვავილების გამოფენა-გაყიდვა

საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა” 29-30 ივლისს ყვავილების გამოფენა-გაყიდვას აწყობს. აქცია საქველმოქმედოა და შემოსული თანხით უნდათ ფონდის ბენეფიციარები რამოდენიმე დღით დასასვენებლად გაიყვანონ.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე წარმდგენილი იქნება ყვავილები “მომავლის გზის” სოციალური ბაღიდან, რომელიც ფონდის ბავშვების აქტიური ჩართულობით და დიდი შრომის შედეგად გაშენდა.

-ყვავილების სოციალური ბაღი გავხსენით, საიდანაც ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება მოვიდეს და შეიძინოს ყავილები და ავტომატურად ჩაერთოს ქველმოქმედებაში, რომელიც ხმარდება მომავლის გზის ბვშვების გაძლიერების პროგრამას.

ა/წ. 29-30 ივლისს, ჩუღურეთში, კლიდაშვილის ქუჩა 12. -ში 15 სთ-დან 19 სთ- მდე ვაწყობთ პირველად ყვავილების გამოფენა-გაყიდვას. ეს დასაწყისია და რათქმაუნდა საცდელი… შემოსული თანხით გვსურს რამოდენიმე დღით ბავშვები გავიყვანოთ დასასვნებლად….

მოდით ჩვენთან, მეგობრებო,  დაგვიდექით გვერდით, შეიძინეთ ყვავილები და ასე გაგვიწიეთ დახმარება, გაგვაძლიერეთ!!!

იმედი მრჩება, რომ გვერდს არ აუვლით ამ განცხადებას და გაგვახარებთ-გვითხრა ფონდის ხელმძღვანელმა დათო კინწურაშვილმა.

თუ რა ყვავილები იქნება გამოტანილი გამოფენა გაყიდვაზე შეგიძლიათ

ნახოთ გვერდზე

https://www.facebook.com/gzamomavlis

აქცია როგორც გითხარით საქველმოქმედოა, ბავშვები იმედით ელიან სტუმრებს. არ დაგავიწყდეთ – 29 და 30 ივლისს თქვენ შეგიძლიათ გაილამაზოთ სახლი თუ ეზო, ამ ბავშვებს კი დასვენება აჩუქოთ.