“როდესაც მუდმივად ვირთხის მდგომარეობაში იმყოფებ თავს, ბოლოს ვინმე გიკბენს და შეგჭამს..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

სოსო მანჯავიძე

-ბევრჯერ მითქვამს,რომ ნაცების და მათი მედიის ქცევა სხვადასხვა ტოქსიური არსებების ქცევის მოდელებს განასახიერებს.

ასე მაგალითად,.ბუშმილსი ან კობრა მსხვერპლს უკბენს,ხოლო შემდეგ უძრავად ადევნებს თვალს მის აგონიას,რათა შემდეგ უმტკივნეულოდ გადაყლაპოს.

სწორედ ასეთ ხერხს მიმართეს ივნისის მოვლენების დროს-ლგბტ-გავრილოვის პროვოკაციით დაკბინეს ქვეყანა და ახლა ელოდებიან,რომ შხამი შემოდგომაზე მსხვერპლს მოაკვდინებს,რათა შემდეგ მოსრიალდნენ და ხელისუფლებას უმტკივნეულოდ გადაყლაპავენ.

გამართლებაც რეპტილოიდური აქვთ-რა სახელმწიფოა,თუ ამ აქციებმა ჩამოშალა, ე.ი. ჩამოსაშლელი ყოფილაო.
არის ამაში ლოგიკა.

როდესაც მუდმივად ვირთხის მდგომარეობაში იმყოფებ თავს,ბოლოს ვინმე გიკბენს და შეგჭამს.
ამიტომ ვირთხის კი არა,მანგუსტის ქცევის მოდელია საჭირო, აქეთ უნდა გამოცხადდეს ნადირობა,თორემ გრანდიოზულ სერპენტარიუმად გადაიქცა ქვეყანა.