“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას და ამ ჩიხიდან გამოსვლის სტრატეგიებს. იქნებ რამენაირად მოახერხოთ და თქვენც მოუსმინოთ.

საქმე იმაშია, რომ იქაც და ჩვენთანაც პრაქტიკულად იდენტური მოცემულობა შეიქმნა. რამე თუ საქართველოშიც გაბატონდა “რუსული სამყარო” ყველა მისთვის დამახასიათებელი ნიშნით, რომლის ქვასვეტია ავტორიტარული მმართველობა, რომელიც პოლიტიკური გართულებების შემთხვევაში გამონაკლისების გარეშე ტრანსფორმირდება დიქტატურაში, პოლიტიკური რეპრესიების ფონზე.

შესაბამისად ჩვენც და რუსეთსაც გადარჩენის მიზნით ერთი და იგივე ამოცანის გადაჭრა გვიწევს, რაოდენ ტრაგიკულიც არ უნდა იყოს ამისი აღქმა. საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა, რომ რუსეთში და საქართველოში ერთი და იგივე პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნებოდა. ეს ყველაფერი კი მოიტანა “ქართული ოცნების”, ანუ პუტინის რევანშიზმის პოლიტიკამ და ჰომო სოვეტიკუსების, ამ მენტალობის მოქალაქეთა შემგუებლიობამ. შესაბამისად საზოგადოების პროგრესულ ნაწილს აქაც და რუსეთშიც ერთი და იგივე ამოცანები გაგვიხდა გადასაჭრელი თვითგადარჩენისა და სახელმწიფოს შესანარჩუნებლად.

ჯობია უყუროთ ამ ლექციას, მაგრამ ველოსაპედის თავიდან გამოგონება არ მოგიწევთ. ყველაფერი საზიგადოების სოლიდარიბის ხარისხზე და თავისუფლების წყურვილის ხარისხზეა დამოკიდებული. ყოველი კვირა დღე უნდა გახდეს საყოველთაო სახალხო პროტესტის დღე, მოქალაქეთა მზარდი რაოდენობით. პროტესტანტთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად უნდა გავზარდით პოლიტიკური მოთხოვნების ხარისხი. თუ გამოვალთ 10 ათასი, აუცილებლად დაგვარბევენ. თუ გამოვალთ 50 ათასი, შეეცდებიან მოლაპარაკებაზე წამოსვლას და დაგვიწყებენ ვაჭრობას. მაგრამ, თუ გამოვალთ ასი ათასნი, მაშინ პოლიციაც, ჯარიც და სპეცსამსახურებიც გადმოვლენ ხალხის მხარეს და იმ საღამოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ფარგლებს დატოვებს, ამალის გარეშე.