ერგნეთში 95-ე შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა იმართება.

ქართული მხარის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის არის ბოლო თვეების განმავლობაში გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები; საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები, მცოცავი ოკუპაციის და უკანონო საზღვრების გავლების პროცესი. ასევე, შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის საკითხიც განიხილება.

შეხვედრას სამხრეთ ოსეთის  დეფაქტო მთავრობაც დაესწრება.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება., დაადასტურა სუს-მაც და მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/63278-2/

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი კი ამბობს, რომ ერგნეთში ახალ ბარიერებზეც ისაუბრებენ.

https://www.gmtv.ge/63247-2/

ცნობისთვის, შეიარაღებულმა ფორმირებებმა ზნაურის რაიონში რეიდი ჩაატარეს. ინფორმაციას არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა ავრცელებს.

„ჯავშანტექნიკით რეიდი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საზღვარზე შესაძლო პროვოკაციული ინციდენტების ლოკალიზაციას უკავშირდება“,  – ნათქვამია განცხადებაში.