2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა

2019 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სპეციალურმა ჟიურიმ 10 საუკეთესო პრეტენდენტიდან ფინალურ ეტაპზე ხუთი კანდიდატურა შეარჩია. ესენი არიან:

  • თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ქეთინო მერებაშვილი – სკოლა–ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.
  • 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული სწორედ ამ ხუთი პედაგოგიდან შეირჩევა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო არის განათლების მხარდაჭერაზე მიმართული საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას და პრესტიჟის ზრდას.

    2017 წლის 19 მარტს, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მიიღო მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო.“ აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, დაიწყო და 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო! აღნიშნულს შეუერთდა და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10.000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილ