ოსურმა მხარემ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა 6 სექტემბერს, წნელისთან შექმნილი მდგომარეობის გამო სახელმწიფო დუმასა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს დახმარების თხოვნით მიმართა.

დე-ფაქტო პარლამენტის მიმართვაში ნათქვამია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სთხოვს რუსეთს უზრუნველყოს რესპუბლიკის თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე საზღვრის და მოსახლეობის დაცვა.