ოკუპანტებმა გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე დააწესეს უკანონო შეზღუდვები.

სუსის განცხადებით, ეს მოცემულობა ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცხელი ხაზი გააქტიურდა.

ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.