“ჩვენი ინტერესია ლოპოტის ხეობა ჰესის გარეშე…”-ლაფანყურში მორიგეობა დაიწყო

მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობას სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს

ვრცლად

https://www.gmtv.ge/63760-2/

ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ადგილზე რცებიან ახალგაზრდები და კარვების გაშლას აპირებენ. მათი თქმით დილის 0 საათზე მთელი სოფლის მობილიზება მოხდება, რადგან ვარაუდობენ, რომ სწორედ დილით შევა ტექნიკა.

GMTV-ს ლაფანყურის მკვიდრი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბექა ბაიაშვილი ესაუბრება.

-პს „ართანა ლოპოტას“ მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი აქვს 5.9 მეგავატიანი „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით პირველივე ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პროექტის ყოველ ეტაპზე სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა გამოვხატავდით დიდ უკმაყოფილებას. ჩვენ უარი განვაცხადეთ საჯარო განხილვაში მონაწილეობაზე და ოფიციალური წერილით დავადასტურეთ ეს პოზიციაც. სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები გვპირდებოდნენ და გვპირდებიან, რომ მოსახლეობის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებენ, აზრი კი, როგორც მოგახსენეთ ერთსულოვანი და შეუვალია: მდინარე ლოპოტაზე ჰესი არ უნდა აშენდეს. ამას ადასტურებს 500 ხელმომწერიც.

დაპირებების მიუხედავად, ამა წლის 6 სექტემბერს კომპანიის კონტრაქტორი შევიდა ხეობაში და დაიწყო ხე-ტყის გაჭრის მოსამზადებელი სამუშაოები. მას შემდეგ სოფელ ლაფანყურის მცხოვრებლები არ ტოვებენ ხეობის ტერიტორიას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო არის ხალხი და სახელმწიფოს ინტერესები არის, პირველ რიგში, ხალხის ინტერესები.

ჩვენი ინტერესი კი არის ლოპოტის ხეობა დიდი საფრთხის შემცველი ჰესის გარეშე, რასაც ვითხოვთ და მოვითხოვთ, სადამდეც ეს შესაძლებელი და საჭირო იქნება.