„წინასაარჩევნო დარღვევები-ისევ მეორდება ის მეთოდები, რითაც წინა ხელისუფლება არჩევნებს იგებდა!“

წინასაარჩევნო დარღვევებს აკვირდება ცესკო-ში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის”, რომლის ხელმძღვანელმა, ნატალია ხოხიაშვილმა მის ხელთ არსებული დარღვევები მოგვაწოდა.

ნ-„არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის” არის ცესკო-ში რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნების მიმდინარეობას, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მისიით.

ორგანიზაციამ დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარ კანდიდატებთან და უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას დარღვევებზე, რათა ეს ფაქტები შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიას მივაწოდოთ.

მიმდინარე კვირაში გვქონდა შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მაჟორიტარებთან, მათ აღნიშნული შეხვედრისას ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა ფაქტებზე:

1.თითმის ყველგან შეინიშნება ,,ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ ,,პატრიოტთა ალიანსის” სააგიტაციო პლაკატებზე გადაკვრის ფაქტები. (გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ჯერ რეაგირება არ მომხდარა). მიუხედავად იმისა რომ მუნიციპალიტეტები ვალდებულები არიან გამოყონ ადგილები სადაც შეიძლება სააგიტაციო პლაკატის გაკვრა ან დადგან სტენდები და იქ განთავსდეს ეს პლაკატები, ეს მხარე მაინც მოუწესრიგებელია. მაგალითად მინდა მოვიყვანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სადაც ეს ისე იყო მოწესრიგებული გამიკვირდა კიდეც, დიდი მადლობა ამისთვის ამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.

2. გლდანის მაჟორიტარ კანდიდატს აუკრძალეს პლაკატების გაკვრა ისეთ ადგილზე სადაც სახელისუფლებო კანდიდატის პლაკატები იყო გაკრული და ამისთვის დააჯარიმეს გამოდის რომ ის რაც შეიძლება ხელისუფლებისთვის არ შეიძლება ოპოზიციისთვის.

3. ვაზისუბანშიც დაფიქსირდა პლაკატების გადაკვრის ფაქტი, ოღონდ ამჯერად პატრიოტთა ალიანსის პლაკატებზე პარტიამ ,,სახელმწიფო ხალხისთვის” გადააკრა თავისი პლაკატები.

4. ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ყოფილი მე-40 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატები ირაკლი ლატარია და გიორგი ბენაშვილი მართავდნენ შეხვედრას და პარალელურ რეჟიმში ქართულმა ოცნებამაც გამართა შეხვედრა ამით ფაქტიურად მათი შეხვედრა ჩაიშალა. კანდიდატების განცხადებით მუდმივად ხდება ის, რომ მათი შეხვედრის მიმდინარეობას თვალს ადევნებენ ,,ოცნების შტაბის” წევრები (ის მანქანები რა მანქანითაც შეხვედრის ჩასაშლელად მოდიან დგას ,,ოცნების” საარჩევნო შტაბის წინ) და ცდილობენ მხარდამჭერების დაშინებას.

5. დიდუბის მე-16 საარჩევნო ოლქშიც მოხდა ,,პატრიოტთა ალიანსის” სააგიტაციო პლაკატზე გადაკვრა ,,ქართული ოცნების” პლაკატების მაგრამ ზედამხედველობის სამსახურიდან რეაგირება ჯერ არ მომხდარა.

6. ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა ნაძალადევის ოლქში სადაც ,,პატრიოტთა ალიანსიდან” კენჭს ლალი მოროშკინა იყრის. მისი განმარტებით პლაკატის გაკვრის გამო 25 მდე ,,ქართული ოცნების” აქტივისტმა ცემა მისი ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი შოთა ლორია, რომელიც მძიმე დაზიანებებით მოთავსებულია საავადმყოფოში.

სამწუხაროდ ისევ მეორდება ის მეთოდები რითაც წინა ხელისუფლება არჩევნებს იგებდა, ესაა დაპირებებით ამომრჩევლის მოსყიდვა (შეხვედრებზე მისულ ამომრჩევლებს აკვირდებიან და შემდეგ ცალ-ცალკე ესაუბრებიან და მხარდაჭერის სანაცვლოდ პრობლემების მოგვარებას თხოვენ). პატიმრების ოჯახის წევრებს პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ მხარდაჭერას თხოვენ, ერთ – ერთმა ამომრჩეველმა ისიც კი მითხრა კოორდინატორმა მიითხრა 150 ლარს მოგცემ და მხარდამჭერების სია მომიტანეო. კარგად გვახსოვს როგორ იგებდა არჩევნებს წინა ხელისუფლება, რის ხარჯზე ხდებოდა იმ ხმების მობილიზება რასაც ისინი არჩევნებში იღებდნენ, სამწუხაროდ ეს ხელისუფლებაც ამ გზას დაადგა.

სახელმწიფო სტრუქტურები და განსაკუთრებით ძალოვანები მთლიანად ჩართული არიან არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ მოხდა ხელისუფლების და პარტიის გამიჯვნა ერთმანეთისგან. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა“-განაცხადა ხოხიაშვილმა.

 

 

კომენტარის დატოვება