ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც უყვართ რუსეთი, ჩვენთან ასეთ ადამიანებს დასცინიან – ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთისა და რუსეთის ურთიერთობების ხანგრძლივი და რთული გამოცდილება რუსული პროპაგანდის მიმართ იმუნიტეტს უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ კიევში მიმდინარე „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე განაცხადა.

„როგორც იცით, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების საკმაოდ ხანგრძლივი და ხშირ შემთხვევაში, რთული გამოცდილება გვაქვს. რაც შეეხება, რუსეთის ამჟამინდელ ზეწოლას, კერძოდ, დემოკრატიაზე ჰიბრიდულ თავდასხმებს, ამისთვის ჩვენი იარაღი ერთიანი საზოგადოებაა. დიახ, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც უყვართ რუსეთი. ჩვენთან ასეთ ადამიანებს დასცინიან, ამიტომ ისინი საკმაოდ ცოტანი არიან“, – აღნიშნა საული ნიინისტომ.

ამასთან, ფინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთის ჰიბრიდული ზეწოლის შესაძლებლობების სათანადოდ შეფასება.

„ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, ჩვენ ვაანალიზებთ ამ გავლენას და მზად ვართ, მივიღოთ ზომები ამისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, – განაცხადა საული ნიინისტემ კიევში მიმდინარე კონფერენციაზე.