“უდიდესი მუხტი იყო, თუმცა პირველი არ არის მერია რომ უიმედო მოქალაქეებს უდგას გვერდში”

თამარ ტალიაშვილი:სვეტის დაზარალებულების შემთხვევა არ არის პირველი, როცა თბილისის მერია თითქმის უიმედოდ დარჩენილ მოქალაქეებს უდგას გვერდში

 ორი დღის წინსაკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ათასობით ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხ მოვლენას შეეხებოდა.

სამშენებლო კომპანიისგან 2500-მდე დაზარალებულ, უიმედოდ დარჩენილ ოჯახს გაუჩნდა რწმენა. სამწუხაროდ, მივლინების გამო არ ვიმყოფებოდი, მაგრამ მუხტი შორიდანაც იგრძობოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი მოსახლეობას უპერსპექტივო და თითქმის უიმედო საკითხებში გვერდში უდგას. იქნება ეს საცხოვრებელი საცხოვრებელი ფართების დაკანონება, თუ კოოპერატიული ბინათმშენებლობების დროს დაზარალებული ადამიანების  საცხოვრებლით დაკმაყოფილება.

ოქტომბერში, 37-ე პლენარული სესიის ფარგლებში, მსჯელობა იქნება ევროპის კულტურულ-ტრანსნაციონალურ მარშრუტებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. ეს საქართველოს მსოფლიოს კულტურულ რუკაზე ახალი პოზიციონირების მთელ რიგ პერსპექტივებს აჩენს.