“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა გაიზარდოს“

„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობასა და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თალაკვაძის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ნახევარს ქალები შეადგენენ.

„პარლამენტში ხუთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელები არიან ქალები, მათ შორის – ჩემი პირველი მოადგილე და თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილეც. გარწმუნებთ, რომ  ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა გაიზარდოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​