ძლიერმა ქარმა ქალაქები რუსთავი და თბილისი დააზარალა

თბილისსა და რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე წაქცეული ხე ორ ადამიანს დაეცა, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ.

ასევე, ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ელექტრო სადენები დააზიანა და მოძრაობა შეაფერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში ამ დროისთვის სულ 25 შეტყობინება შევიდა. ქალაქ რუსთავში კი,  მერიის ცხელ ხაზზე უკვე 12 შეტყობინებაა შესული, აქედან 10 ხის წაქცევაზე და ორი ელექტროსადენის დაზიანებაზე.