ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61 კგ.) ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალურ დაპირისპირებაში მან რუსი იდრისოვი დამაჯერებლად, ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

დღეს კიდევ ერთი ქართველი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.