ბათუმში თურქული სკოლა კანონდარღვევით გაიხსნა და არც ავროტიზებულია

ბათუმში გახსნილი თურქული სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული არ არის. ინფორმაციას თავად განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ადასტურებს და იმასაც ამბობს, რომ კანონდარღვევით  სკოლის  კი  არა,  საერთოდ  არაფრის  მშენებლობა  და  გახსნა  არ უნდამოხდეს, მითუმეტეს, სკოლის.

-„თურქეთის საელჩოს ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ სკოლის გახსნის სურვილიჰქონდათ, ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ ამ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლოავტორიზაცია, ყოფილიყო ქართული სკოლა, ამაზე პრინციპში შეთანხმებას მივაღწიეთ.ჩვენ ვაპირებდით, რომ ეს სკოლა ყოფილიყო ქართული კანონმდებლობით ავტორიზებულიდა სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება. ფაქტი, რომ თურმე მშენებლობისნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია.კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდამოხდეს, მითუმეტეს, სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობააბსოლუტურად უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ასევე ჩემთვის ძალიანმიუღებელია, რომ სკოლის მესვეურებმა გადაწყვიტეს, არ დაეპატიჟათ განათლებისსამინისტროს არც თბილისის, არც ადგილობრივი წარმომადგენელი ან ხელისუფლებისწარმომადგენლები. ეს არ არის ისე, როგორც ზოგადად საქმე კეთდება. ეთიკის, ჩვენი დათურქი ხალხის მეგობრობის კონტექსტშიც შეიძლება ვთქვათ, რომ არასწორია. მიუხედავადყველაფრისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ. თურქეთისდიპლომატიურ კორპუსთან და თურქეთის სახელმწიფოსთან ძალიან კარგი და მეგობრულიურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ ამ სირთულესგადავლახავთ და მივიღებთ ქართული კანონმდებლობით სრულად აკრედიტებულ,გამართულ, ძალიან კარგ სასწავლო დაწესებულებას.

ჩვენ გვაქვს სკოლები, იგივე ევროპული სკოლები, რომლებმაც აირჩიეს გზა,საერთაშორისო პროგრამით ასწავლონ. ფაქტიურად, მათი ატესტატი ქართულისახელმწიფოს მიერ აღიარებული არ არის. ასეთი სკოლები არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ,რომ მოლაპარაკების პროცესში ჩვენი წინადადება იყო, სკოლა ყოფილიყო ერთობლივი ანუქართული კანონმდებლობით გაკეთებული. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით ამასმივაღწევთ” – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბათუმის მერია ახალი თურქული სკოლისგან, რომელიც ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ გაიხსნა, მშენებლობის ნებართვას ითხოვს. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის სამმაგი ჯარიმის ოდენობით – 9 000 ლარით.

კომენტარის დატოვება