ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება საკრებულოში (ვიდეო)

 

თბილისის საკრებულოში  ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი  მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით დაიგეგმა.

საიუბილეო საღამო გია ყანჩელის მელოდიით გაიხსნა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილიტ პატივი მიაგო მის ხსოვნას.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმგდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ტამარ ტალიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერი კახა კალაძე და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=HABmpLEsZsI&feature=youtu.be

საიუბილეო საღამოზე ანსამბლ „რუსთავს“, მის დამაარსებელს ანზორ ერქომაიშვილს და ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს, ფრიდონ სულაბერიძეს მადლობის სიგელები გადასცეს.

საღამოს ესწრებოდნენ „რუსთავის“ პირველი თაობის მოცეკვავეები. ღონისძიებაზე „რუსთავის“ წევრებმა რამდენიმე ნომერი სეასრულეს.

თავის მხრივ „რუსთავმა“ თბილისის მერიას და საკრებულოს საიუბილეო ანთოლოგიური გამოცემა „რუსთავი 50-400 ქართული ხალხური სიმღერა“ გადასცა.

ანსამბლი „რუსთავი“ 1968 წელს დაარსდა და დღემდე 80-მდე ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები შედის.