ადვოკატი: ბრალის წარდგენა 23:00 საათზე მოხდება

 

 

რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ სამართალდამცვლელებს საქმის დროულად დახურვა სურთ და ამიტომ ჰყავთ მისი მეუღლე დაკავებული. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლოს მისმა მეუღლემ ნახა და გლდანში ერთ-ერთ მისამარზე დატოვა.

“1-ელ ოქტომბერს მან დაურეკა ჩემს მეუღლეს და უთხრა რომ მისი ნახვა უნდოდა. გიორგი მას შეხვდა და გაიყვანა გლდანში, დატოვა ერთერთი კორპუსის ეზოში ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს ის აღარ უნახავს“, – აცხადებს ლელა გეთაშვილი.

ოჯახის წევრების თქმით, დაკავებული გიორგი გეთაშვილი პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.

დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იცავს, მისი განცხადებით დაკავებულს დღეს ბრალს 23:00 საათზე წარუდგენენ.