სახალხო მხატვრი, მოაზროვნე-მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე…

სახალხო მხატვრის სერგო ქობულაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, 2019 წლის 22 და 23 ოქტომბერს ტარდება სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში განიხილება XIX-XX სს-ის ქართულ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხები.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ნაგულისხმევია გამოფენა. წარმოდგენილი იქნება სერგო ქობულაძის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და სახვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. ასევე ესკიზები, რომლებიც თანმიმდევრულად გვიჩვენებს მხატვრის სამუშაო პროცესს.
გამოფენა დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს სრულფასოვნად წარმოიდგინოს მხატვრის შემოქმედებითი სამყარო, გაეცნოს სერგო ქობულაძეს როგორც მოაზროვნე-მეცნიერ მხატვარს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს.