დოლიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მოსამართლეების წინადადებას არ გაიზიარებს

ანა დოლიძე მისი იმპიჩმენტის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას უკანონობად აფასებს. მას იმედი აქვს, პრეზიდენტი მოსამართლეების წინადადებას არ გაიზიარებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოწოდება არის საბჭოს მცდელობა, რომ დაადუმოს კრიტიკული ხმა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არის ზოგადი ტენდენცია შექმნილი თავისუფალი ადამიანების და თავისუფალი აზრის წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილისთვის ეს იქნება მორიგი ტესტი, ის დგას სახელმწიფოს მიტაცების მხარეს თუ თავისუფალი და კრიტიკული ხმის მხარეს, იმედი მაქვს სალომე ზურაბიშვილი არ დაუმატებს თავის თავს კიდევ ერთ ტიტულს, რომ ის ხელს უწყობს ქვეყანაში თავისუფალი აზრის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის განხორციელებას”- განაცხადა ანა დოლიძემ