“სეპარატისტებს ელენერგიის ფულს ხო ვუხდით, ახლა მათ ეკონომიკურ მოძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ?!”

ბათუმის და ფოთის პორტები ოკუპირებული აფხაზეთიდან გემებს მიიღებენ. პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან ეკონომიკაში ჩართვას გულისხმობს. ცვლილება საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლში შევდა. კანონპროექტი ითვალისწინებს, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელოს როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით/მიმართულებიდან, ასევე, ბათუმის და ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით, შესაბამისი საზღვაო ნავსადგურების გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით.

კომერსანტი“ დაინტერესდა ნიშნავს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი საზღვაო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის?

ვრცლად იხილეთ

https://commersant.ge/ge/post/batumis-da-fotis-portebi-okupirebuli-afxazetidan-gemebs-miigeben?fbclid=IwAR0jTOJ9nqugw-w_177UNpYrfypkrJUzT0tDIg1Ipbq67cRVq-DSxozOu0s

 ამ საკითხს GMTV-თან საუბარში ეკონომისტი, „დევნილთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, თავად დევნილი ოთარ ფანცულაია გამოეხმაურა:

ფოთისა და ბათუმის პორტები აფხაზეთიდან გემებს მიიღებენ.
არ კმაროდა რომ სეპარატისტებს ელენერგიის ფულს ჩვენი ჯიბეებიდან ვუხდით, ჩვენი ჯიბეებიდან ვუხდით მკურნალობის და სწავლის ფულსაც, ახლა მათ ეკონომიკურ მოძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ.
აფსუები ამ სიკეთეებს აფასებენ, როგორც საქართველოს მიერ გადახდილ ხარკს “ომის დროს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად”.
ცალკე საკითხია, თუ რომელი ქვეყნის დროშებით შემოვლენ აფხაზეთიდან გემები? თუ აფხაზური დროშებით – ესეიგი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, თუ რუსული დროშებით – ესეიგი ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად ვაღიარებთ, ხოლო თუ ქართული დროშებით… არა, ქართული დროშებით აფსუები არ შემოვლენ.
ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ შევიდა ცვლილება კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც განისაზღვრა აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობის ლეგიტიმურობა (!!!!!!)..
აწი იქნება აი რა:
აფხაზეთიდან შემოვა დიდი რაოდენობით კონტრაბანდა და მეათასე ხარისხის პროდუქცია, რომელსაც ჩინოვნიკები და მათთან დაახლოებული პირები ქართულ ბაზარზე გაასაღებენ.
და ბოლო საკითხი – რაში გამოიყენებენ აფსუები იმ ფულს, რომელსაც ჩვენი “სტრატეგიული კეთილგანწყობის” შედეგად იშოვნიან?
პასუხი მარტივია – აფხაზეთის დამოუკიდებლობის იურიდიულად და საერთაშორისო დონეზე ცნობის საქმეში.
* * * * *
ერთი დღეც აღარ გადის რაიმე ახალი უბედურება არ მოუფიქრონ ქვეყანას…