,,ლელომ” 12 ახალი წევრი წარადგინა

ელენე ზაქარიაძე

საზოგადოებრივი მოძრაობის ლელოს დამფუძნებელმა , მამუკა ხაზარაძემ შატო მუხრანში ორგანიზაციის 12 ახალი წევრი წარადგინა .
ლელოს ახალ წევრებს შორის არიან :

თორნიკე ჩიქოვანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებების ლიგის პრეზიდენტია , მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში რეგიონალურ კოორდინატორად . გოგიტა დათუკიშვილი ევროპის GMP-ს აკადემიის ყოფილი წევრი , შვიდი ფარმაცევტიუილი საწარმოს პროექტის ავტორი, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს. მარინა მამუჩაშვილი ტელე-გადაცემა პიროვნება საზოგადოება და სახელმწიფოს ავტორი . გიორგი ზურებიანი, ვარშავის მართვის მენეჯმენტის მაგისტრანტი.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძის წარმოდგენილ თორმეტეულში შედიან :
ალექსანდრე ჩუბინიძე
გურამ დოლენჯაშვილი
თამარ ბუაძე
თორნიკე ადამაშვილი
ვაჩე ჩინჩალაძე
მამუკა მახარაძე

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა შატო მუხრანის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მის განვითარებაზე.