“ბაზალეთის ტბაშიც ჩაყვინთავს და ოქროს აკვანსაც ამოიღებს, ოღონდ 20/20 მოიგოს…”

ირაკლი ოქრუაშვილი

-ჯერ სად ხართ ?! მარტო წყალტუბოს რეაბილიტაციას კი არა, ოღონდ 20/20 -ის არჩევნები მოიგოს და გადარჩეს, ბაზალეთის ტბაშიც ჩაყვინთავს და ოქროს აკვანსაც ამოიღებს, საქართველოს ცხვირით გადაჩიჩქნის, თამარ მეფის და რუსთაველის საფლავები რომ იპოვოს, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის და ათონის ივერონის ყიდვასაც დაგპირდებათ, ქორწილში მეჯვარედ წაყვება ყველა ახალდაქორწინებულს, იალბუზზე ფეხით ავა და ამირანს აუშვებს, 3 მილიონი ქართველის ფეხის დაბანის რიტუალსაც შეასრულებს და ა.შ.

მთავარია თქვენ გახსოვდეთ, რომ თაღლითები არ იცვლებიან და თაღლითებად რჩებიან, მითუმეტეს მის ასაკში.