“მემარცხენე ალიანსი” მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“მემარცხენე ალიანსი” აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. პარტიის ლიდერები დღეს არჩილ ქურდიანის ქუჩაზე მდებარე სკვერში დიდუბის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და #15 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოსო გოგუაძე წარუდგინეს.

სოსო გოგუაძე გახლავთ ამ უბანში დაბადებული, გაზრდილი. იგი კარგად იცნობს ხალხის გასაჭირს. მისი პარლამენტში არჩევის შემთხვევაში იგი არ ჩაიკეტება კაბინეტში და არ შეაქცევს ხალხს ზურგს ზოგიერთი დღევანდელი დეპუტატივით. სოსო გოგუაძე ამავე დროს გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. თავისი ცხოვრების მრავალი წელი მან ჩვენი მოქალაქეების მშვიდად ცხოვრებასა და უსაფრთხოებას მიუძღვნა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ იგი იმსხვერპლა, დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით და უკანონოდ მოახდევინეს სასჯელი. ბატონი სოსო გახლავთ ყოფილი პოლიტპატიმარი. იგი „მემარცხენე ალიანსში“ მოღვაწეობს პარტიის დაარსების დღიდან და დიდუბის ორგანიზაციის კოორდინატორია. მისი სახით საქართველოს პარლამენტი შეიძენს განათლებულ, კვალიფიციურ, პასუხისმგებლობით სავსე და მებრძოლ ადამიანს“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა.

დიდუბის რაიონის მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვდა „მემარცხენე ალიანსის“ გადაწყვეტილებას. შეხვედრის ბოლოს პარტიის ხელმძღვანელებმა მათ შეკითხვებს უპასუხეს და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერისათვის პარტიის საარჩევნო ნომერი -25 შეახსენეს.

კომენტარის დატოვება