“მივმართავ კახა კალაძეს – როცა ადამიანები შიმშილობენ რა გეფეიერვერკება?!.

თეონა ჭალიძე

,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი

-კალაძემ უფასო სასადილოების ბიუჯეტი შეამცირა, არადა 7000-ზე მეტი ადამიანი ითხოვს საკვებს ,,დღესდღეობით თბილისში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობს 38 365 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი.

ძირითად სიაშია 38 365 ბენეფიციარი. დამატებით სიაშია 2807, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ ულუფას, თუ ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ მივა. მოლოდინის რეჟიმში იმყოფება 4 080 ბენეფიციარი, რაც იმას ნიშნავს რომ 7000-მდე ადამიანი ითხოვს უფასო სასადილოების საკვებით სარგებლობას და ამის საშუალება მათ არ ეძლევათ. სასადილოს მომსახურეობით სარგებლობის მოთხოვნა რეალურად კიდევ უფრო მაღალია, თუმცა რიგი გარემოებების გამო არაა ეს ციფრებში ასახული.

მაგალითად: განცხადებას აღარ აწერინებენ, პირდაპირ ეუბნებიან რომ არ არის ადგილი და აზრი არ აქვს განცხადების დაწერას. მათ ვინც, წინა წელს დაწერეს განხადება და დღემდე ელოდებიან სიაში ჩასმას, არ იციან რომ განცხადების განახლება იყო საჭირო ამ წელსაც. ასევე, სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუჩერეს და შეუწყვიტეს საარსებო შემწეობის ჩარიცხვა ათასობით ადამიანს, რაც შესაძლოა მათი სიიდან ამოღების მიზეზიც გახდეს. მიუხედავად ამისა გუშინ საკრებულოს სხდომაზე, იმის ნაცვლად რომ გაეზარდათ, სასადილოების არსებული ბიუჯეტი, ის შეამცირეს 188 000 ლარით.

მივმართავ კახა კალაძეს – როცა ადამიანები შიმშილობენ რა ნამუსით ამცირებ სასადილოების ბიუჯეტს? რა გეფეიერვერკება? როცა იცი, რომ შენს გვერდით ხალხი შიმშილობს და 7000 -ზე მეტი ადამიანი ითხოვს დღეში ერთხელ მაინც გამოიკვებოს, თუნდაც იმ 1 ლარითა და 30 თეთრით გამზადებული საკვებით. ამ ქმედების არგუმენტად დასახელდა, რომ თითქოს უფასო სასადილოებით სარგებლობაზე მიმართვიანობა დაბალია და ამიტომ შეამცირეს არსებული ბიუჯეტი. რაც არის ყოვლად გაუმართლებელი და აბსურდული არგუმენტი. ფაქტია რომ დღევანდელი მონაცემებით იმ განაცხადებსაც ვერ აკმაყოფილებენ, რაც ოფიციალურად არის რეგისტრირებული. მივმართავ ყველა მოქალაქეს, ვინც ჯერ ვერ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურეობით, მივიდნენ გამგეობებში, მუნიციპალიტეტებში და დაწერონ განცხადებები. აუცილებელია დაფიქსირდეს, რეალურად რამხელაა მოთხოვნა და რომ რეალურად, ბიუჯეტი შესამვირებელი კი არა, გასაზრდელია.