პანიკის საფუძველი არ არსებობს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია

თბილისის 74-ე ბაგა- ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ  ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ამასთან  სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.

„74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის ოჯახმა გამოიჩინა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ და რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინა დიაგნოზიც. შემდეგ ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა”, -აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით მუნის შემთხვევა სხვა ბაღებში არ დაფიქსირებულა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.