კარვების და აქციების ქალაქი…

დღეს თბილისში ოპოზიციის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქცია გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია აქციას 3 საათზე იწყებს, პატრიოტთა ალიანსი კი 17.00 საათზე.

არსებული ინფორმაციით ორივე აქციას უერთდებიან რეგიონები.

ირმა ინაშვილის და მისი მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნაც არჩევნების პროპორციულად ჩატარებაა.

ინაშვილი აცხადებს, რომ თუ “ოცნება” არ შეცვლის გადაწყვეტილებას, მაშინ მთავრობა უნდა გადადგეს.

გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტიც სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემას უკავშირდება.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული.