ეკა გიგაური  TI- ის საერთაშორისო ბორდში აირჩიეს

ეკა გიგაური  TI- ის საერთაშორისო ბორდში აირჩიეს.

-ჩემი არჩევა TI-ის საერთაშორისო ბორდში ძალიან დიდი დაფასებაა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ძალიან მაგარი გუნდის, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობაში მუშაობს. ხალხის, ვისთვისაც მთავარი არა რაღაცა აბსტრაქტული ბრძოლაა, არამედ მთავარი ამოსავალი ქვეყანაში უსამართლობის, ჩაგვრის, კორუფციის, ნეპოტიზმის, სასამართლოში კლანების, რუსული პროპაგანდის და რუსული გავლენების დამარცხება და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაა.

მადლობა მინდა ვუთხრა ამ განსაკუთრებულ ადამიანებს იმისთვის, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო ასეთი ძლიერია. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. რაც შემეხება მე, ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ! ამას ნამდვილად ვიმსახურებთ-ამბობს ეკა გიგაური.