“”მეორადი კმარელების” უნიჭო პერფორმანსი…”

ქვეყანაში მიმდინარე “დაბოქლომების” სეზონს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და  თავმჯდომარემ სახელმწიფო უწყებებსა და მაჟორიტარულ ოლქებზე ბოქლომების დადებას “მეორადი კმარელების” უნიჭო პერფორმანსი უწოდა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქართული პოლიცია “ნაციონალურ მოძრაობას” ხალხის საპასუხო რეაქციისაგან იცავდა.

“დილიდან ვუყურებთ ვეტერანი გაცვეთილი, მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს. დღეს დილიდან მხოლოდ ამას ვუყურებთ და ეს ადამიანები ამ წლების განმავლობაში 2013 წლიდან ვეღარ განვითარდნენ როგორც ჩანს. მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაცა სპექტაკლებს ააწყობენ, რომელთა სპექტაკლებსაც გაგრძელება არა აქვს.

პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია, რაც დაემართათ “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოედგინათ თავად მათ.

დღეს რაც კიდევ ყველაზე მთავარი იყო, ქართულ პოლიციას მოუწია ხალხისგან “ნაციონალური მოძრაობის” ბოკერიას ფრთის დაცვა,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.