აფხაზეთში მცხოვრები ქართული ოჯახისთვის – დავით ბაძაღუას ინიციატივა

დავით ბაძაღუა

აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე

-ჩემ მეგობარს,  ჰყავს 8 შვილი. ისინი ამჟამად ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში . 2016 წლიდან მათ ერგებოდათ სოციალური შემწეობა, როგორც მრავალშვილიან ოჯახს. ვინაიდან საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებზე შემწეობის გაცემას, ბუნებრივია ელგუჯა ბიგვავას ოჯახსაც შეუწყვიტეს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. ეს უკიდურესად ცუდი ფაქტია, რადგან ამ ოჯახისთვის აღნიშნული დახმარება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ელგუჯა ბიგვავა დარეგისტრირებუია ქალაქ ზუგდიდში. წესით მის ოჯახს იქ უნდა ეცხოვრა, მაგრამ მოგეხსენებათ მშობლების სამუშაო ადგილის უქონლობის გამო შეუძლებელი იყო მხოლოდ შემწეობის თანხით ეცხოვრათ ქალაქში, ამიტომ გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე ოჯახმა გადაწყვიტა ოკუპირებულ აფხაზეთს მიბრუნებოდა. ჩვენ ვიცით რომ ერთის მხრივ ეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ძალიან სარისკო და მძიმეა ელგუჯას ოჯახისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ მე მიმაჩნია ეს გმირობაც არის, რადგან ელგუჯას 8 შვილიდან 7 ბავშვი გალის სოფელ განახლების სკოლაში ქართულად სწავლობენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველობის განმტკიცების საქმიანობას ეწევიან. აღნიშნულიდან გამონდინარე მოვიფიქრე რაღაცა დოზით დავეხმარო ოჯახს, მაგრამ ბუნებრივია ყოველი თქვენთაგანის თანადგომის გარეშე ვერაფერს გავართმევ თავს. ამჟამად გადავწყვიტე გავყიდო ჩემი ნამუშევრების გარკვეული რაოდენობა და შემოსული თანხით დავეხმარო ელგუჯას მრავალშილიან ოჯახს!

P.s. ამ აქციას სოციალურ ქსელში ღიად ვერ ვაფიქსირებ, რადგან ამ მიმართულებით ყოველმა გახმაურებულმა ფაქტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ელგუჯა ბიგვავას ოჯახს აფხაზეთში. თქვენ მოგმართავთ თხოვნით, რომ ინფორნაცია გამივრცელოთ გარკვეულ წრეებში, საიდანაც შესაძლოა მივიღოთ მხარდაჭერა! მე დროთა დრო ფეისბუკის კედელზე დავდებ რამოდენიმე სხვადასხვა ფასიან ნამუშევრებს. (ფასები ასეთი იქნევა: 35 ლარიდან 5000 ლარამდე, ნახატების ზონების შესაბამისად!)

ნახატებს ჩემ გვერდზე დავდებ ხვალიდან.
ჩვენ კი დავამატებთ ნიმუშისთვის.
ლინკი არაერთი იქნება!
ესენი არის 35 ლარიდან 150 მდე ნამუშევრები.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3231430690263376&id=100001894301147
ადევნეთ თვალი და ჩაერთეთ ამ მართლაც მნიშვნელოვან საქმეში.