“ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს, ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში…”

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი

„ჩვენ დღეს ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს და ის ხალხი კი, ვინც გარეთ სტვენს, ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ ამისთვის, ვინაიდან საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ დაინახა ამ ადამიანების სახე. ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ფეხქვეშ ითელებოდა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია. დღეს ჩვენ დავაანონსეთ, რომ #11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი და გარეთ შეკრებილი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნისას გადავსებული იყო, ახლა მხოლოდ 23 ბავშვი იმყოფება“

დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე 6 მოქალაქე დააკავეს.

https://www.gmtv.ge/67484-2/