“ვაქ­ვეყ­ნებ წე­რილს, რო­მე­ლიც სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოა!”

პარ­ტია „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს წე­რილს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ოკუ­პი­რე­ბულ ახალ­გორ­ში მცხოვ­რებთ ეკუთ­ვნით, რომ­ლე­ბიც იქ არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე წე­რენ:

“ვაქ­ვეყ­ნებ წე­რილს, რო­მე­ლიც სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოა! მთხო­ვეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბა და­ვიც­ვა ავ­ტო­რის მი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის გამო. “მივ­მარ­თავთ და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს ეკა ბე­სე­ლი­ას, თქვენ მა­ინც მი­აწ­ვდი­ნეთ ჩვე­ნი ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მთავ­რო­ბას! რაც, სო­ფელ ჩორ­ჩა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რემ ბლოკპოს­ტი გა­ა­კე­თა, მას შემ­დეგ ოსებ­მა გა­და­კე­ტეს სა­ზღვა­რი და არა­ვის აღარ უშ­ვე­ბენ. ახალ­გორ­სა და რა­ი­ო­ნის ყვე­ლა სო­ფელ­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.