ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში გასვლას იწყებს

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში გასვლას იწყებს.

“ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქციები სხვადასხვა ფორმით არ შეწყდება. მომავალი კვირიდან იწყება რეგიონებში გასვლები. ერთ-ერთი პირველი იქნება ქუთაისი.

ჩვენც ბუნებრივია ჩვენს მომხრეებს ქუთაისში მოვუწოდებთ, გამოხატონ პროტესტი იმ უმსგავსობასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.