არ მოჭრათ ნაძვი! – რამდენიმე რჩევა თუ როგორ მოვუაროთ სწორად ნაძვის ხეს…

ელენე ზაქარიაძე

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეებს მცენარეების მაღაზიებში და საახალწლო ნაძვის ხეების გასაყიდ ადგილებში მრავლად შეხვდებით .
ცოცხალი ნაძვის ხეების პოპულარიზაცია ყოველ წელს მატულობს , ამის გათვალისწინებით მოგაწვდით რამდენიმე რჩევას თუ როგორ მოვუაროთ სწორად ნაძვის ხეს , რომ მან სიცოცხლე გაგრძელოს. სახლის პირობებში ქოთნის ნაძვის ხის მოვლა-გახარება საკმაოდ რთულია. ნაძვის ხის მოვლისას მნიშვნელოვანია , რომ არ გამოშრეს ნიადაგი და მუდმივად მაღალი ტემპერატურის პირობებში არ იყოს . სანერგედან შეძენილი ნაძვის ხე სპეციალურ ტორფიან ნიადაგშია რის გამოც გადარგვა სჭირდება . გადარგვამდე ნიადაგს მომზადება სჭირდება , მცენარე ვერ იტანს ზედმეტ წყალს ,ამიტომ უნდა შევამოწმოთ როგორი წყალგამტარია ნიადაგი (შეგვიძლია ამოვჭრათ ორმო და ჩაასხათ წყალი . დაელოდეთ , როდის დაიწრიტება წყალი , თუ წყალი დაიწრიტა ესეიგი ნიადაგი გამოსადეგია ) ❗️ ყინვების პერიოდში ნაძვის ხის გადარგვა რეკომენდებული არ არის . ნაძვი გადარგვისთანავე უნდა მოირწყას.