“მელია არის კრიმინალი, კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის..”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მელიასათვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე, ნიკა მელიას კრიმინალს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი რბილია.

“ყველამ იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი. პოლიტ-ანგარიშსწორება რომ ყოფილიყო, უფრო მკაცრი იქნებოდა სასჯელი. ცხადი დანაშაული ჩაიდინა. თუ შემოვა ეს საკითხი პარლამენტში, დავუჭერ მხარს. კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის.

რატომ 7 წლის შემდეგ? ეს კითხვა მეც მექნებოდა. 7 წელი არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ათასობით დანაშაულზეა საუბარი. მათი დანაშაულები იყო რეკეტი, გაუპატიურება. საქმე გვაქვს კრიმინალებთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნო.

იხ.

https://www.gmtv.ge/67593-2/