“დაველდებით ორშაბათს, თუ რა რეკომენდაციებს შემოგვთავაზებს ოდირი…”

გერმანული მოდელი ხვალ ოდირში იგზავნება. ომბუდსმენი ნინო ლპმჯარია ორგანიზაციას სთხოვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებები, დაჩქარებული წესით განიხილოს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ომბუდსმენის მიერ, ოპოზიციის კანონპროექტის გაგზავნის შეფასებისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისა და არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდებს.

“დაველდებით ორშაბათს, თუ რა რეკომენდაციებს შემოგვთავაზებს ოდირი, მაგრამ ვფიქრობ უმჯობესია პოლიტიკურმა ძალებმა გადაინაცვლონ პარლამენტში, და მოხდეს არჩევნებისთვის მზადება,”- განაცხადა  მეზურნიშვილმა.