“პოლიტპატიმრების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი, ეს არის ყველაზე მძიმე ბრალდება და  წითელი ხაზები…”

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა.

როგორც ეკა ბესელია მიიჩნევს, პოლიტპატიმრების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი ქვეყანას დემოკრატიის კუთხით მძიმე წარსულში დააბრუნებს.

“საქართველოს ციხეებში არის პრობლემა. ომბუდსმენს აქვს განსაკუთრებული მანდატი, მას შეუძლია პენიტენციურ სისტემაში შევიდეს პირდაპირ და თავად ნახოს რა ხდება იქ. ეს პრობლემები რომ არსებობს, ამიტომაც ანგარიშში მოხვდა და ამას  ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება.

პოლიტპატიმრების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი, ეს არის ყველაზე მძიმე ბრალდება და  წითელი ხაზები, რომელიც საერთოდ შემდგომ დემოკრატიის კუთხით ქვეყანას  ძალიან მძიმე წარსულში დააბრუნებს. უსამართლოდ ხდება ადამიანების დაპატიმრება და სასამართლო განხილვა. ასეთ საქმეებს უნდა მაქსიმალური ყურადღება, რომ ამის გამო ქვეყანა არ დაზარალდეს,” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.