ქართული ოცნება კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

მარიამ ახალკაცი

ქართული ოცნების დაშლის პროცესი კვლავ გრძელდება.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ, რომელიც ყოველთვის აფიქსირდება თავის  განსხვავებულ აზრს დატოვა უმრავლესობა.

ერქვანიამ გადაწყვეტილება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა, მათ შორის საპატრიარქოსა და პატრიარქის ირგვლივ აგორებულ სკანდალს.

ის პარლამენტში საპატრიარქოს კვოტით წარდგენილი დეპუტატია, რომელიც დღეიდან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებს.

ალექსანდრე ერქვანია მე-14 დეპუტატია, ვინც ბოლო პერიოდში უმრავლესობა დატოვა.