თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟრიტარმა  დეპუტატმა  თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან  ირაკლი ხელაძესთან   ერთად ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მოინახულა.

ზღვისუბანში შიდაკვარტლური გზების მოწყობა გრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ზღვისუბნის XI მიკრორაიონის II კვარტალში, N20-34 კორპუსების მიმდებარედ მოწესრიგდა, სადაც მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 1 860 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი.

„შიდაკვარტლური გზების მოწესრიგება მნიშვნელოვანია, ვინაიდან საჯარო სივრცეების მოწყობით ოჯახების ყოველდღიურობა უმჯობესდება. ამ კონკრეტულ ეზოში ათეულობით მოქალაქეს წვიმიან ამინდში პრობლემები ექმნებოდა და მიხარია, რომ ეს საკითხი მოვაგვარეთ“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.