პარლამენტში სუნის გაშვების საქმეს შსს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს

მარიამ ახალკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში სუნის გაშვების საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დგება. ამ მუხლით მინიმუმ 3-წლიანი  პატიმრობაა გათვალისწინებული.