რა ხსნარი გამოიყენეს პარლამენტში

“სირცხვილია”  Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსნარი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში,”- ნათქვამია განცხადებაში.