14 დეკემბერს საქველმოქმედო ორგანიზაცია ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოს ,,გადაარჩინე სიცოცხლეს” ,მართავს

მარიამ ახალკაცი

14 დეკემბერს საქველმოქმედო ორგანიზაცია 18 საათზე სასტურმო ,,ბილტმორში” მართავს ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოს “გადაარჩინე სიცოცხლე”, ორი სოციალური პროექტის: ძეგვის თავშესაფრისა და “ჰოსპისი ფერისცვალების” დასახმარებლად. წლევანდელ გალაზე ორგანიზაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილეც აღინიშნება, გაიმართება საზეიმო მიღება, საქველმოქმედო კონცერტი და ტრადიციული აუქციონი.

14 დეკემბერს გამართული საქველმოქმედო გალა საღამოს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა, აგრეთვე, აუქციონიდან შემოსული თანხა ძეგვის თავშესაფრის შენობის ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას და ფერიცვალების მოწყალების ცენტრის დაფინანსებას მოხმარდება. ძეგვის თავშესაფარში ამჟამად 80 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, მზრუნველობა- მოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები და მიუსაფარი მოხუცები.

ბოლო სამი წლის განმავლობაში “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” საქველმოქმედო საღამოებზე შეგროვებული თანხით მოხერხდა ძეგვის თავშესაფრის შენობის აღდგენა, შესაძლებელი გახდა დამატებით 60 ადამიანის მიღება და სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება.