მეუფე გრიგოლი ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

მარიამ ახალკაცი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ქადაგებისას 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავსაც შეეხო.

მეუფე გრიგოლი საუბრობს თვითმკვლელობაზე , მისი თქმით თვითმკვლელობა არ არის გამოსავალი ის ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია.

“რაღაც ვერ არის ჩვენში კარგად. რაღაც გვაკლია, ძალიან სერიოზული და ეს ეხება როგორც ჩვენი რწმენის საკითხს და ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ეს ეხება ჩვენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებასაც. მთელი ქვეყანა საუბრობს იმ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, ყმაწვილმა მოზარდმა რომ თავი გაწირა. თავის მოკვლა, ასაკოვანი ადამიანი იქნება თუ მოზარდი, გამოსავალი არასდროს არ არის, ეს ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სადღესასწაულო მსახურების შემდეგ ქადაგებისას.