კლინიკის თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ

კლინიკა “ჰელსი ჯორჯია”-ს თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასების აღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხვა დამფუძნებლებმა დაუყადაღეს ნატალია კვანტალიანს ის ფული, რომლითაც უნდა დაეფარა ხელფასები. თუმცა ყადაღა ანგარიშს დაედო მიმდინარე წლის ივლისში, ექიმებისა და ექთნების უმრავლესობას კი სახელფასო გადაცილება 2018 წლის დეკემბრის თვიდან აქვთ დღემდე.

რადგან დღეს გამართულმა აქციამ შედეგი ვერ გამოიღო, კლინიკის თანამშრომლები კარვის გაშლას და შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.