ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი სამუშაო-ჯგუფს ქმნის

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი 29 დეკემბერს აქცი-პერფორმანსს გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა და შვილმა განაცხადეს. 

მათი თქმით, სახელმწიფოს აქვს იმის ბერკეტი, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს და ეს შეხვედრაზეც აღნიშნა. თამილა ლაფანაშვილი დარწმუნებულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.

პატიმრობაში მყოფი ექიმის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა კი განაცხადა, რომ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს.

„ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს.

„ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები გაერთიანდებიან. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით – ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ პრობლემის მნიშვნელობას და აქტუალურობას“, – განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.