„არ დაიღალეთ ერთი და იმავე სახეების ყურებით? პროგრესის დროა!“

R

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 10 დღეღა დარჩა.  “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი – ლაშა სტურუა ამომრჩევლებისადმი საგანგები მიმართვას ავრცელებს:

-“2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ – პროგრესულად მოაზროვნე ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებით, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება – კრიმინალური დაჯგუფება – “ნაციონალური მოძრაობა” – მისი სატელიტებითურთ, როგორებსაც წარმოადგენენ: …ბურჭულაძის ჩანასახშივე ჩაფუშული ვითომ პარტია და მისი დანამატები: – ე.წ “მემარჯვენეები”, ნაც-ბანდას ვითომ გამიჯნული ვაშაძე, გირჩები, ციყვები , კურდღლები,მელიები და ა.შ…

ეს არჩევნები იქნება “იმედგაცრუების” არჩევნები,ოღონდ ამჯერად არა საქართველოს მოსახლეობისათვის, არამედ ამ უნიათო, არაფრისმაქნისი, 25 წლიან “კარუსელში” მყოფი პარტიებისა და მათი გახუნებული სახეებისათვის! … ეს არჩევნები იქნება  “ნაცჯალათებთან”  ე.წ. “კოჰაბიტაციის დასრულებისა და სამართლიანობის რეალური აღდგენისა და ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებისა ამ ქვეყანაში და რაც მთავარია ყველასათვის, რაც გავრცელდება არა მხოლოდ სააკაშვილის 9 წლიან სისხიან რეჟიმზე, არამედ მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მთელს 25 წლიან პერიოდს! …

 ეს არჩევნები იქნება, ტერიტორიული მთლიანობისა და ნდობის აღდგენის დასაწყისი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შემორიგების კუთხით! …

ეს არჩევნები იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის იმედის ჩასახვის და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რეალურ პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების სტარტაპის აღებისა, განახლებისა და პოლიტიკური სიმწიფის პიკზე აღმასვლისა! …

ყოველივე ზემოთაღნიშნულ ღონისძიებაში, აქტიურ და ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს ახლად დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისაგან, გულანთებული პატრიოტებისაგან, ქვეყნის უანგარო მსახურებისათვის თავგადადებული პიროვნებებისაგან დაკომპლექტებული, სრულიად ახალი სახეებითა და უშრეტი ენერგიით აღვსილი პოლიტიკური ძალა – „პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა“ (“თქვენგან,თქვენთვის,თქვენთან ერთად!”) ამისათვის კი მოგიწოდებთ,რომ – არ დაიზაროთ, აუცილებლად მოდით არჩევნებზე 8 ოქტომბერს და ქვეყნისა და თქვენი ოჯახების საკეთილდღეოდ, შემოხაზეთ N 2 !!! – არ დაიღალეთ, ერთი და იგივე ადგილის ტკეპნით? – მეგობრებო,  პროგრესის დროა!!!

თქვენდამი უსაზღვრო პატივისცემითა და სიყვარულით განმსჭვალული

 “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე

 ლაშა სტურუა”

კომენტარის დატოვება