დღეს საღამოს 10:00 საათზე სოლიდარობის აქცია დაანონსდა

მარიამ ახალკაცი

დღეს 10:00 საათზე სოლიდარობის აქცია დაანონსდა.

სამოქალაქო აქტივისტები, აქციების ორგანიზატორები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები დედაქალაქის მთავარი გამზირიდან კარვების აღებას აპროტესტებენ და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ირღვევა. პარლამენტთან ახლა კარვების ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დგას.

სამოქალაქო  აქტივისტი  გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს და სისტემის ჩამონგრევას საზოგადოება მას არ აპატიებს.

“შვილმოკლული მამის კარვის ადგილას ივანიშვილმა რაღაც ბატუტი დადგა, ვინც დაიჭირეს დაიჭირეს, ვინც არა და წვივებში გვირტყეს. ამ სისტემის ჩამონგრევა არ ეპატიება ბიძინა ივანიშვილს,”  – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ საახალწლო დეკორაციების დადგმას სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაც მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 9 პირი აიყვანეს. ისინი პოლიციამ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.