პარლამენტის წინ თუ ალაგებთ, თვალი გდია მანდ სადღაც ჩემი და თუ ნახეთ, შემინახეთ რა

მარიამ ახალკაცი

მაკო გომური პარლამენტის წინ დასუფთავების  და კარვების აღების ფაქტს  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება :

პარლამენტის წინ თუ ალაგებთ, თვალი გდია მანდ სადღაც ჩემი და თუ ნახეთ, შემინახეთ რა, ოკ?

შეგახსენებთ რომ გუშინ გვიან ღამით დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა პარლამენტთან და კარვების ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დადგეს.

ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა  სამოქალაქო აქტივისტებისგან.

აქტივისტებმა დღეს საღამოს 10:00 საათზე სოლიდარობის აქცია დაანონსეს.