პიროტექნიკით 8 ბავშვი დაშავდა, ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა — იაშვილის კლინიკა

მარიამ ახალკაცი

იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ბავშვი მიიყვანეს.

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას შვიდი მათგანი აგრძელებს.

არასრულწლოვნებს ძირითადად კიდურების დაზიანებები აქვთ, მათგან ერთ-ერთს ორი თითის ამპუტაცია დასჭირდა.